დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2009 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 დეკემბრის №638 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 10/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.260.000.08 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №55
2009 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
,,სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2009 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 დეკემბრის №638 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2009 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 დეკემბრის №638 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №187, მუხ. 1969) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) ბრძანებულებას პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1400 წვევამდელით.“;
ბ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები