დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ორმხრივი დაცვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 02/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 05/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.430.000.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №41
2009 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ორმხრივი დაცვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს სტოკჰოლმში 2008 წლის 30 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ორმხრივი დაცვის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს შვედეთის სამეფოს მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები