მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის N23/01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 127/01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 11/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 132, 13/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 26/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 290160000.18.011.016002
  • Word
127/01
11/10/2010
სსმ, 132, 13/10/2010
290160000.18.011.016002
მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის N23/01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №127/01

2010 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის  22 თებერვლის №23/01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №23/01 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მზღვეველის მიერ სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობისა და/ან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მინიმალური კაპიტალის ფულადი ნაწილის არსებობისა და/ან განთავსების მოთხოვნის დარღვევის გამოვლენისას, მზღვეველი ჯარიმდება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყოველწლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მოუმზადებლობისა და/ან ეროვნული ბანკისათვის დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში მზღვეველი ჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                                              გ. ქადაგიძე