„საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“

  • Word
„საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 125/01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 11/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 132, 13/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 11/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 290160000.18.011.016005
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
125/01
11/10/2010
სსმ, 132, 13/10/2010
290160000.18.011.016005
„საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/10/2010 - 08/05/2015)

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №125/01

2010 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესი“ თანდართულ დანართთან ერთად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 19 სექტემბრის №6 ბრძანება „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                                              გ. ქადაგიძე

 

საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესი

    მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალურ ოდენობას.

    მუხლი 2

1. საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის მაძიებელი კომპანიებისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტში შევსებული კაპიტალის, ხოლო მზღვეველისათვის სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) სიცოცხლის დაზღვევა – 1 500 000 ლარი;

ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) – 1 000 000 ლარი;

გ) გადაზღვევა – 1 500 000 ლარი

2. მზღვეველის საკუთარი კაპიტალის დაანგარიშება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მზღვეველისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნების შესაბამისად.

3. ლიცენზიის მაძიებელი კომპანია წერილობითი განცხადების წარდგენისას ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მინიმალური კაპიტალის დამფუძნებლების მიერ ფულადი ფორმით სრულად შევსების თაობაზე.

4. ლიცენზიის მაძიებელ კომპანიას წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან და მზღვეველს სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა გააჩნდეს ფულადი სახსრები საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში) გახსნილ ანგარიშებზე მინიმალური კაპიტალის 80%-ის ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესასრულებლად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში) გახსნილ ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრები, რომლის მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები.

6. ლიცენზიის მაძიებელი კომპანია განცხადების წარდგენისას ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) ამ წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე.

7. მზღვეველი ვალდებულია, საანგარიშო წლის ყოველი კვარტალის დასრულებიდან არა უგვიანეს მომდევნო თვის 25 რიცხვისა, წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს საბანკო დაწესებულების (დაწესებულებების) მიერ დადასტურებული კვარტალური ამონაწერი ყოველდღიური ნაშთების შესახებ იმ ანგარიშიდან (ანგარიშებიდან), რომელზეც განთავსებულია ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ოდენობა ან ცნობა საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან), რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს საბანკო დაწესებულების ბლანკზე და მითითებული უნდა იყოს კვარტალის განმავლობაში ამ ანგარიშზე (ანგარიშებზე) არსებული მინიმალური ნაშთის ოდენობა (ამ წესის დანართ     №1-ში მოცემული ფორმის შესაბამისად).

    მუხლი 3

ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის მზღვეველს დაეკისრება კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები.

დანართი №1

 

ცნობა კვარტალის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების ანგარიშზე არსებული მინიმალური ნაშთის ოდენობის შესახებ

 

ცნობა ეძლევა––––––––––––––––––––––––––––– მასზე რომ 201– წლის ––––––––––– დან

                                    ორგანიზაციის დასახელება

 

201 –– წლის –––––––––––––––– მდე მის ანგარიშზე № –––––––– მინიმალური ნაშთის ოდენობა შეადგენდა –––––––––––––– ლარს.

    

ცნობა ეძლევა საქართველოს ეროვნულ ბანკში წარსადგენად.

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––       ––––––––––––––––––––––––––

უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა                       ხელმოწერა