დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 30/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №38
2009 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №17, მუხ. 168) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
2. საქართველოს მთავრობამ ამ ბრძანებულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება.
3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან და ბრძანებულების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები