დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 44, 28/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.138.016004 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/10/2010 - 25/11/2010)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2010 წლის 12 ოქტომბერი
ქ. ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის №57 2009 წლის 24 მარტის დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
1. განისაზღვროს პირველ კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობების შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა არ საჭიროებს მშენებლონის ნებართვას:
ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ) 20 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;
დ) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);
ე) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
ვ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
ზ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები;
თ) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები.
2. დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს:
ა) საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ღერძულა ხაზიდან 100-მეტრიან ზონაში და ადგილობრივი მნიშვნელობის გზის ღერძულა ხაზიდან 100-მეტრიან ზონაში;
ბ) დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300 მეტრიან ზონაში, წყალდაცვითი ზოლების მიმდებარედ 50-მეტრიან ზონაში და სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში.
3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. გიქოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები