„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/01/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 30/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.08
  • Word
32
30/01/2009
სსმ, 11, 30/01/2009
010.110.000.08
„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 32

2009 წლის 30 იანვარი

 ქ. თბილისი

უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის #80 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №11, მუხ. 121) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადება (დანართი #1) წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში (შემდეგში – სააგენტო), საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.

3. უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) ავტობიოგრაფია;

ბ) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);

გ) პასპორტის ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;

დ) 2 (ორი) ფოტოსურათი.

4. სააგენტო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულება უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც ასაბუთებენ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირის მიერ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულ ცალკეულ გარემოებებს.“.

2. მე-4–მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 4

1. უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად სააგენტოში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი უნდა იქნეს განმცხადებლის ან სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობის მქონე პირის მიერ, ან ფოსტის მეშვეობით.

2. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენიდან ერთ კვირაში აღნიშნულ დოკუმენტაციას უგზავნის სააგენტოს პირდაპირ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

3. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განცხადების მიღებიდან ერთ კვირაში მიმართავს განმცხადებელს და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოფხვრისა და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით.

4. განმცხადებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრიდან ერთ კვირაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება უზრუნველყოფს სრულყოფილი დოკუმენტაციის გადაგზავნას სააგენტოსათვის პირდაპირ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

5. თუ განმცხადებელი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, ამ ვადის გასვლიდან ერთ თვეში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განმცხადებლის მიერ პირველად წარმოდგენილ განცხადებასა და დოკუმენტაციას უგზავნის სააგენტოს.

6. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება წერილობით განცხადებებსა და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტებს ამ მუხლით დადგენილ ვადებში სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უგზავნის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით გაგზავნის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ვალდებულია გონივრულ ვადაში უზრუნველყოს ასევე განცხადებებისა და დოკუმენტაციის წერილობითი ფორმით გადაგზავნა.

7. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პასუხისმგებელია ელექტრონული და წერილობითი ფორმით გაგზავნილი დოკუმენტების იდენტურობისათვის.

    მუხლი 5

1. სააგენტო ადგენს პირის პოლიტიკურ-სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან.

2. საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო 2 დღეში განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურს დასკვნისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური შესაბამის დასკვნას სააგენტოს წარუდგენენ 20 დღეში.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში სააგენტოსათვის დასკვნის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს მიზანშეუწონლობის მოტივით უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები და სააგენტო ვალდებულია დაასრულოს საკითხის განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადაში.

4. სააგენტოსა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებს შორის დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.

    მუხლი 6

1. სააგენტო შესაბამისი უწყებების დასკვნების მიღებიდან ერთ კვირაში უზრუნველყოფს საკითხის განხილვას და ამზადებს დასკვნას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის თაობაზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო დაადგენს, რომ პირი არის საქართველოს მოქალაქე და ასევე არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, სააგენტო იწყებს წარმოებას და ამზადებს ერთიან დასკვნას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.“.

3. მე-7 მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში შესაბამისი დასკვნის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურში (შემდეგში – სამსახური) გადაგზავნას.

2. საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური უფლებამოსილია გადააგზავნოს განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში დასკვნისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური შესაბამის დასკვნას სამსახურს წარუდგენენ 20 დღეში.“.

4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სააგენტოს მიერ სამსახურისათვის ამ ბრძანებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დასკვნის წარდგენისას, უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 8

უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 3 თვეს.“.

6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 10

1. უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ერთიან სტატისტიკას აწარმოებს სააგენტო.

2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააგენტოს ერთ კვირაში აწვდის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების დამოწმებულ ასლს.“.

    მუხლი 2.  

ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

მ. სააკაშვილი