დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3600-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 54, 12/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340020000.05.001.016021 |
საქართველოს კანონი
„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 450) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.“.
2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მცენარეთა დაცვის საშუალებანი, რომლებიც საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი და საცდელი სამუშაოებისათვის არაკომერციული მიზნით, აგრეთვე სახელმწიფო გამოცდისათვის შემოდის, თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისაგან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 17 სექტემბერი.
№360 0–II ს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები