,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 111, 22/09/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 28/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.298
  • Word
164
21/09/2005
სსმ, 111, 22/09/2005
280.120.000.10.003.000.298
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთვარობის

დადგენილება №164

2005 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეტანილ იქნეს დამატებები “ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიე­ბათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №33, მუხ. 330) დამტკიცებულ წესში:

ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარ­სის “ვ” ქვეპუნქტი:

,,ვ) სოციალური დაცვის დაწესებულებებში მყოფი პირები;”.

ბ) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

,,2. მაძიებელი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომა­რეობის შეფასების შედეგად მიწოდებული არასწორი ინფორ­მაციის დადგენის შემთხვევაში მაძიებელი ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად ძალას კარგავს ავტომატუ­რად. სიყალბის აღმოჩენის შემთხვევაში მაძიებელი ოჯახი კარგავს უფლებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი