დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 26/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №26
2009 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №184, მუხლი №1884) შეტანილ იქნეს დამატებები და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების, შესრულებისა და მისი განხორციელების მონიტორინგის, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე
ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
კახა ბენდუქიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი
ლევან ბეჟაშვილი – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
მურთაზ ზოდელავა – საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა მეიშვილი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე/სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე
ლაშა მგელაძე – საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს – საჯარო სამსახურის საბჭოს მდივანი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი
ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
გიორგი ქადაგიძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი
დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
გიორგი ჯოხაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები