,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/01/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 23/01/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.004
  • Word
20
20/01/2009
სსმ, 9, 23/01/2009
010.340.000.05.002.004
,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №20

2009 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის    №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის X თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი X. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახელმწიფო თანამდებობები

    მუხლი 35. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) სასაზღვრო პოლიციის უფროსი;

ბ) სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის დირექტორი.

    მუხლი 36. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) სასაზღვრო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი;

ბ) სასაზღვრო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

გ) სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსი;

დ) სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ე) სამსახურის უფროსი;

ვ) ხომალდის მეთაური.

 მუხლი 37. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) სამსახურის უფროსის მოადგილე;

ბ) ხომალდის მეთაურის თანაშემწე;

გ) კატარღის მეთაური;

დ) განყოფილების უფროსი;

ე) განყოფილების უფროსის მოადგილე;

ვ) სექტორის უფროსი;

ზ) სექტორის უფროსის მოადგილე;

თ) კატარღის მეთაურის თანაშემწე;

ი) სადგურის უფროსი;

კ) ქვეგანყოფილების უფროსი;

ლ) სადგურის უფროსის მოადგილე;

მ) განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი;

ნ) განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;

ო) მთავარი ინსპექტორი;

პ) მთავარი სპეციალისტი;

ჟ) ოცეულის მეთაური;

რ) ჯგუფის უფროსი;

ს) უფროსი გამომძიებელი;

ტ) უფროსი ინსპექტორი;

უ) წამყვანი სპეციალისტი;

ფ) ოცეულის მეთაურის მოადგილე;

ქ) უფროსი მექანიკოსი;

ღ) ინსპექტორი;

ყ) გამომძიებელი.

    მუხლი 38. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) სპეციალისტი;

ბ) მცირე კატარღის მეთაური;

გ) უმცროსი ინსპექტორი;

დ) დამხმარე მოსამსახურე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი