დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 815 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 131, 12/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010120000.08.002.016025 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №815
2010 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №88, მუხ. 1168) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატება და დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51 . რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში – ინგუშეთის, ჩეჩნეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, დაღესტნის, ჩრდილოეთ ოსეთის – ალანიის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ადიღეს რესპუბლიკებში ჩაწერილ (რეგისტრირებულ) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ.”.
2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების საქართველოში შემოსვლა შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტებიდან, მათ შორის, „დარიალის’’ სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები