"საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 822
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 11/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 131, 12/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016030
  • Word
822
11/10/2010
სსმ, 131, 12/10/2010
010340000.08.002.016030
"საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 822

2010 წლს 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილებ და II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი II

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო თანამდებობები:

    მუხლი 5. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოად­გილე;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი;

დ) საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი;

ე) საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე;

ზ) სამსახურის უფროსი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე.

    მუხლი 6. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს (სამსახური) უფროსი;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს (სამსახური) უფროსი;

გ) სამსახურის უფროსი – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე;

დ) სამსახურის უფროსი;

ე) სამსახურის უფროსის მოადგილე;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი;

ზ) მთავარი მრჩეველი.

    მუხლი 61. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) სამმართველოს უფროსი;

ბ) სამმართველოს უფროსი – მთავარი ბუღალტერი;

გ) მთავარი სპეციალისტი.

    მუხლი 7. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) უფროსი სპეციალისტი;

ბ) სპეციალისტი.”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი