“საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 163
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 113, 27/09/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 10/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.297
  • Word
163
21/09/2005
სსმ, 113, 27/09/2005
010.220.020.10.003.000.297
“საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №163

2005 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

“საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში შეტა­ნილ იქნეს ცვლილებები და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო უშიშ­როე­ბის სამინისტროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანი­ზა­ციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

აპოლონ გოლეთიანი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსებისა და აუდიტის განყოფილების უფროსი

ლევან დვალიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

მაყვალა იორდანიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ფინანსების მართვის სამმართველოს ცენტრალური ბუღალტერიის განყოფილების უფროსი

ვაჟა მაისურაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

პავლე მაწკეპლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოს უფროსი

ონისე მეტრეველი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი

შალვა ტურაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

დავით ფრუიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსი

გივი ქვრივიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მატერიალური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი.

2. კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა, დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრუ­ლი ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის წარ­მოდ­გენა 2005 წლის 1 დეკემბრამდე, კანონმდებლობით დად­გენილი წესით”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ზ. ნოღაიდელი