„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის და პირადობის მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №222 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 12/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 132, 13/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016012
  • Word
185
12/10/2010
სსმ, 132, 13/10/2010
040030000.22.027.016012
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის და პირადობის მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №222 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის და პირადობის მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №222 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №185

2010 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის და პირადობის მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №222 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის და პირადობის მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №222 ბრძანებაში (სსმ III, 30.09.2008, 143, მუხ. 1424) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აღსრულების პოლიციის წოდებების ნიშნები

ა) იუსტიციის პოლკოვნიკი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, სამი ვარსკვლავი (მცირე);

ბ) იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი (მცირე);

გ) იუსტიციის მაიორი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ერთი დიდი ვარსკვლავი;

დ) იუსტიციის კაპიტანი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ოთხი ვარსკვლავი (მცირე);

ე) იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სამი ვარსკვლავი (მცირე);

ვ) იუსტიციის ლეიტენანტი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ორი ვარსკვლავი (მცირე);

ზ) იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ერთი ვარსკვლავი (მცირე);

თ) იუსტიციის ზემდეგი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ერთი ოქროსფერი ფართო ზოლი;

ი) იუსტიციის უფროსი სერჟანტი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), სამი ოქროსფერი ზოლი (მცირე);

კ) იუსტიციის სერჟანტი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ორი ოქროსფერი ზოლი (მცირე);

ლ) იუსტიციის უმცროსი სერჟანტი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ერთი ოქროსფერი ზოლი (მცირე);

მ) იუსტიციის რიგითი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი)..

2. ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართში მოცემული „სამკლაური ემბლემა“ და „აღსრულების პოლიციის ავტომანქანების ექსტერიერის ფერითი დიზაინი“ ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

სამკლაური ემბლემა

აღსრულების პოლიციის ავტომანქანების ექსტერიერის ფერითი დიზაინი

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის პირადობის მოწმობის ნიმუში

                                                                                                                                          “.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი