„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 21/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 24/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016017
  • Word
34
06/10/2010
სსმ, 41, 21/10/2010
010250050.35.126.016017
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თერჯოლის მუნიციპალიტეტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 34

2010 წლი    6 ოქტომბერი                        

. თერჯოლა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ                      თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს                                                  №16 დადგენილებაშ ცვლილებების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

    მუხლი 1

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №16 დადგენილებით    (სსმ ნაწილი V, №21, 03.09.2010 წელი, მუხლი 598, სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.126.001) დამტკიცებულ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე -3 მუხლის მე -4 პუნქტის გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

 გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;“

  2. მე -3 მუხლის მე-7 პუნქტის ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

ბ) „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება;“.

  3. მე -3 მუხლის მე-11 პუნქტის “დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

დ) მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა;“.

4. მე -16 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

   საკრებულოს წევრს საკრებულოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები:

ა) ტრანსპორტით მგზავრობისათვის;

ბ) სასტუმროში ცხოვრების ან საცხოვრებელი ბინის დაქირავებისთვის;

     გ) კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის, საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილებისათვის;

დ) სამივლინებო ხარჯები.“.

5. მე -17 მუხლის მე -2 პუნქტის შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ქმნის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას, ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს, ხელს აწერს გამგეობის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს ;

6. 34 -ე მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 2. ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია.“.

7. ნუმერაციის უწყვეტობისა და თანმიმდევრობის აღსადგენად 61 -ე მუხლის შემდეგ,მუხლი 63. საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობა დებატებში“ გასწორდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:   „მუხლი 62. საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობა დებატებში“.

8. 104 -ე მუხლის მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი, მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა , გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე . ფანჩულიძე