„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 თებერვლის №99 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 თებერვლის №99 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 636
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 187, 31/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.08.002.004
  • Word
636
30/12/2008
სსმ, 187, 31/12/2008
140.130.000.08.002.004
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 თებერვლის №99 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №636

2008 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 თებერვლის №99 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარ­თველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქ­მია­ნობისა და მასთან თანამშრომლობის წესის დამტკი­ცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 თებერვლის №99 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №21, მუხლი 236) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის:

ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს მთავარ პროკურორს;

დ) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგი­ლეებს;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„ი) საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარ­ტამენტის უფროსს და მოადგილეს, სამმართველოს უფროსს, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის­ტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსუ­რი პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს (უფროსს) და მოადგილეს;“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბრალდებულზე ან მსჯავრდებულზე დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისათვის ინტერპოლის ეცბ-ს შუამდგომ­ლობასთან ერთად ეგზავნება ამ წესის 21-ე მუხლით გათ­ვალისწინებული მის ხელთ არსებული ყველა ინფორ­­მაცია. ბრალდებულზე ან მსჯავრდებულზე დაკა­ვებისა და ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებ­ნის გამოცხადების შესახებ მოთხოვნას უნდა დაერ­თოს საქართველოს მთავარი პროკურორის, ან მის მიერ უფლებამოსილი პროკურორის შუამდგომ­ლობა საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ.“.

3. მე-13 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინტერპოლის ეცბ საერთაშორისო ძებნაში მყოფი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენის ან დაკავების შესახებ ინფორ­მაციის მიღებისას, გზავნილისათვის მინიჭებული გრი­ფის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, აც­ნო­ბებს საქართველოს მთავარი პროკურატურის შესაბამის დანაყოფს/თანამდებობის პირს.

2. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავარი პროკუ­რატურიდან წარმოდგენილი იქნება დოკუმენტი თანხმობაზე, რომ საერთაშორისო ძებნილის ექსტრადი­ციის შესახებ შუამდგომლობა გაიგზავნება დადგენილი წესის შესაბამისად, ინტერპოლის ეცბ აღნიშნულის თაობაზე დოკუმენტის მიღებიდან 24 საათის განმავლო­ბაში აცნობებს იმ სახელმწიფოს ინტერპოლის ეცბ-ს, სადაც დაკავებულია საერთაშორისო ძებნილი.

3. იმისათვის, რომ დაკავებული საერთაშორისო ძებ­ნილი არ იქნეს გათავისუფლებული, ოპერატიუ­ლო­ბის თვალსაზრისით, საქართველოს მთავარი პროკუ­რა­ტურის შუამდგომლობა და პირის საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდებისათვის საჭირო დოკუმენტაცია შესაძლოა მიეწოდოს საქართველოს ინტერპოლის ეცბ-ს, ინტერპოლის საკომუნიკაციო ქსელით ძებნილის დამკა­ვებელი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოსათვის გადა­საგზავნად.

4. უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოდან გადმოგზავნილ გადაწყვეტილებას ძებნილი პირის გადმოცემის შესახებ ინტერპოლის ეცბ გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, აწვდის საქართველოს მთავარ პროკურა­ტურას.

5. საქართველოს მთავარ პროკურატურას ინტერპო­ლის ეცბ-ს მეშვეობით შეუძლია შეათანხმოს ძებნილი პირის გადმოცემის პროცედურები უცხო ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან.“.

4. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მთავარი პროკურატურა შუამ­დგომ­ლობით მიმართავს საქართველოს ინტერპოლის ეცბ-ს გენერალური სამდივნოს მეშვეობით წითელი ცირ­კუ­ლარის გამოცემის შესახებ, როდესაც პირი იძებნება დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით. ლურჯი, მწვანე, ყვითელი, შავი და ნარინჯისფერი ცირკულა­რების გამოცემის მოთხოვნა ასევე შეუძლია სხვა საქმის მწარმოებელ უფლებამოსილ ორგანოს/თანამ­დებობის პირს.“.

5. 27-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ძებნის ინიციატორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების შესახებ შეთანხმება და დოკუმენტაციის მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს ინტერ­პო­ლის ეცბ-ს მეშვეობით.“.

6. 30-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედე­ბების, ასევე პირის ექსტრადიციის შესახებ საქარ­თველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობების გასაგ­ზა­ვნად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინტერპოლის საკომუნიკაციო ქსელი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შუა­მ­­დგომლობის მიღების შემთხვევაში საქართველოს ინტერპოლის ეცბ წერილისათვის მიცემული გრიფის შესაბამის ვადაში ახდენს აღნიშნული დოკუმენტაციის გადაგზავნას იმ ქვეყნის ინტერპოლის ეცბ-სათვის, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურატურა მი­მარ­­თავს შუამდგომლობით სამართლებრივი დახმა­რების შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ შუამდგომ­ლობაზე უცხო ქვეყნის ეცბ-დან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ინტერპოლის ეცბ გზავნი­ლისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, აცნობებს საქართველოს მთავარ პროკურატურას.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნე­ბის­თანავე.

მ. სააკაშვილი