დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 25/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.153.016005 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2010 წლის 8 ოქტომბერი
ქ. მცხეთა
„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მომართვის (№903, 10.09.10 წ.) საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება, „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლში, კერძოდ: დებულების მე-3 მუხლის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მოადგილე“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „კომისიის თავმჯდომარე“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები