დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 25/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.153.016002 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2010 წლის 8 ოქტომბერი
ქ. მცხეთა
„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მომართვის (№903, 10.09.10წ.) საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №17 დადგენილებაში, კერძოდ:
– დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნა“.
– დებულების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“ .
– დებულების 104-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსის, მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსისა და რედაქტორის ვიზირების შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა, გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.
– დებულების 136-ე მუხლი შეიცვალოს, კერძოდ:
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეს დებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები