დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რიგგარეშე საერთო კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ბანკი |
| მიღების თარიღი | 11/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 75, 12/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „საქართველოს ბანკის” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
სს „საქართველოს ბანკის” დირექტორატი აცხადებს, რომ სს „საქართველოს ბანკის” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარება დაგეგმილია 2010 წლის ნოემბრის დასასრულს ან დეკემბრის დასაწყისში.
ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით სააღრიცხვო თარიღად განისაზღვრა 2010 წლის 22 ოქტომბერი, 17:00 სთ-ის მდგომარეობით.
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგი და რეკომენდაციები, ისევე როგორც კრების ჩატარების ადგილი და ზუსტი დრო გამოქვეყნდება მოგვიანებით, კანონის შესაბამისად რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის ოფიციალურად გამოცხადებასთან ერთად.
სს „საქართველოს ბანკის” დირექტორატი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები