დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას, როგორც სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობი მეოთხე ღონისძიების თანადაფინანსებისათვის ჰოლანდიის სატრასტო ფონდის ადმინისტრატორს, შორის (სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობი მეოთხე ღონისძიება) ჰოლანდიური გრანტის ხელშეკრულების“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 611 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 181, 22/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.050.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №611
2008 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას, როგორც სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობი მეოთხე ღონისძიების თანადაფინანსებისათვის ჰოლანდიის სატრასტო ფონდის ადმინისტრატორს, შორის (სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობი მეოთხე ღონისძიება) ჰოლანდიური გრანტის ხელშეკრულების“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2008 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას, როგორც სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობი მეოთხე ღონისძიების თანადაფინანსებისათვის ჰოლანდიის სატრასტო ფონდის ადმინისტრატორს, შორის (სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობი მეოთხე ღონისძიება) ჰოლანდიური გრანტის ხელშეკრულება“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ვაშაძე):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს განვითარების საერთაშორისო ასოციაციას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები