,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 111, 22/09/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.294
  • Word
160
17/09/2005
სსმ, 111, 22/09/2009
010.240.030.10.003.000.294
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთვარობის

დადგენილება №160

2005 წლის 17 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წელი, №54) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ახორციელებს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა ლიცენზირებას და აკრედიტაციას”;

ბ) „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუქმებს საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციას, გარდა ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა”;

გ) „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) იღებს გადაწყვეტილებას სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა”.

დ) „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ევროპისა და საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეების ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამისად, თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.”

ე) “მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მ) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგთა და მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებსა და წესს”;

ვ) „ო” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) განსაზღვრავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების სტრუქტურას, ამტკიცებს მათ საშტატო ნუსხებსა და ტიპურ დებულებას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ მოხელეებს”.

2. ამოღებულ იქნეს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “პ”, “ჟ” და “რ” ქვეპუნქტები.

3. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ა1”, “თ1”, “ქ”, „ღ”, „ყ”, „შ”, „ჩ”, „ც”, „ძ”, „წ”, „ჭ”, „ხ”, „ჯ”, „ჰ”, „ჰ1”, „ჰ2”, „ჰ3”, „ჰ4”, ქვეპუნქტები:

„ა1) ხელს უწყობს განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი ცხოვრების მანძილზე”;

„თ1) ხელს უწყობს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვას”;

“ქ) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა წესდებებს;

ღ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

ყ) შეიმუშავებს განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;

შ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა”, “გ.ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დირექტორის კანდიდატურას, კანონმდებლობით დად-გენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ”-„გ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა;

ჩ) ადგენს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივებს;

ც) ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის რაოდენობას, სოციალური პროგრამითა და სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულ სპეციალობებზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების რაოდენობასა და პირობებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის ვაუჩერების გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;

ძ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს;

წ) ამტკიცებს რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესს;

ჭ) ამტკიცებს იმ იურიდიულ პირთა აკრედიტაციის დებულებას, რომლებიც ახორციელებენ მასწავლებელთა პროფესიულ მომზადებას, გადამზადებას ან/და კვალიფიკაციის ამაღლებას, ახორციელებს მათ აკრედიტაციას და აკონტროლებს აკრედიტაციის პირობების შესრულებას, უფლებამოსილია აკრედიტაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში გააუქმოს გაცემული აკრედიტაცია უშუალოდ ან ამ მიზნით მის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით;

ხ) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს;

ჯ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების სპეციალობათა ჩამონათვალს, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა და მისი დანართის ფორმას;

ჰ) ამტკიცებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის წესსა და პირობებს;

1) შეიმუშავებს მეცნიერების განვითარების ეროვნულ გეგმას, უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელებას შემოქმედების თავისუფლებისა და სამეცნიერო სფეროს მართვის თანმიმდევრული დემოკრატიზაციის, სამეცნიერო სკოლების შენარჩუნებისა და განვითარების, საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობის, აგრეთვე განათლების მეცნიერებასთან ინტეგრირების მიზნით;

2) სამეცნიერო აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით აყალიბებს და სრულყოფს ქართული მეცნიერების განვითარების კონცეფციასა და ნორმატიულ ბაზას;

3) ამუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სახსრების გამოყოფის თაობაზე სამეცნიერო-კვლევითი ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუირების მიზ-ნით, ამზადებს მთავრობის გადაწყვეტილებათა პროექტებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ბაზებისა და ექსპერიმენტული დანადგარების მოვლა-შენახვის შესახებ;

4) სახელმწიფო მართვის სხვა უწყებებთან ერთად ამზადებს წინადადებებს ტექნოლოგიური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა და მაღალ ტექნოლოგიათა ტრანსფერის სახელმწიფო მხარდაჭერის თაობაზე, აგრეთვე სახელმწიფოს პირ-დაპირ (ინვესტირებით), ან არაპირდაპირ (საგადასახადო შეღავათებით, ინოვაციური ინფრასტრუქტურით და სხვ.) მონაწილეობის შესახებ სათანადო პროცესებში”.

4. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს”.

5. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ” ქვეპუნქტი:

„პ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანოების მოხელეებს.”

6. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სამინისტროს სისტემა

1. სამინისტროს სისტემა მოიცავს:

ა) ცენტრალურ აპარატს, რომლის შემადგენლობაში შემავალი ერთეულები არიან:

ა.ა) გენერალური ინსპექცია;

ა.ბ) სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი;

ა.გ) იურიდიული დეპარტამენტი;

ა.დ) საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი;

ა.ე) ეროვნული და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტი;

ა.ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ა.ზ) სახელმწიფო ენის დეპარტამენტი;

ა.თ) რესურსების მართვის დეპარტამენტი;

ა.ი) კანცელარია;

ა.კ) ტერიტორიული ორგანოების დეპარტამენტი;

ა.ლ) საინფორმაციო მართვის დეპარტამენტი;

ბ) ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს;

გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს:

გ.ა) საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრს;

გ.ბ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს;

გ.გ) ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას;

გ.დ) საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდ „ირმის ნახტომს”;

გ.ე) ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს;

გ.ვ) საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს;

გ.ზ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს.

2. გენერალური ინსპექცია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიმართ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების შესახებ;

ბ) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს, ადმინისტრაციულ საჩივრებს, თანამშრომელთა შუამდგომლობებსა და მოხსენებით ბარათებს, აგრეთვე გავრცელებულ ინფორმაციას სამინისტროს სისტემაში არსებულ ადმინისტრაციულ და ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით;

გ) კოორდინაციას უწევს განათლების სფეროში წარმოებულ შემოწმებებს;

დ) ახორციელებს მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა და სამინისტროს ადმინისტრაციულ აქტთა აღსრულებას;

ე) აკონტროლებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი გადაწყვეტილებებისათვის გამოყოფილი ფინანსების განკარგვისა და მატერიალურ ფასეულობათა გამოყენების მიზნობრიობას.

3. სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი:

ა) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამინისტროს ერთიან პოლიტიკას და სტრატეგიას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სამინისტროს ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფის, ხარისხის ამაღლების, მეცნიერების განვითარებისა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის მიმართულებით;

გ) მონაწილეობს წინადადებების მომზადებაში სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებლად, აგრეთვე იკვლევს და აფასებს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე პროცესებს, უზრუნველყოფს მათი განვითარების პროგნოზირებას;

დ) შეიმუშავებს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ერთიან პოლიტიკას, აგრეთვე შესაბამის ღონისძიებებს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, შეფასების, მონიტორინგისა და გაუმჯობესების მიზნით;

ე) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგსა და მისი ეფექტიანობის შეფასებას.

4. იურიდიული დეპარტამენტი:

ა) შეიმუშავებს საკანონმდებლო აქტების პროექტებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მათ საქართველოს პარლამენტში წარდგენას;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებებიდან, სამინისტროს სისტემის ორგანოებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადებას;

დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხელს უწყობს საპარლამენტო მდივნის ფუნქციათა განხორციელებას;

ე) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტების შესაბამისობას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;

ვ) წარმოადგენს სამინისტროს ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებებს;

თ) ახორციელებს სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას.

5. საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი:

ა) წარმართავს საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემის მუშაობას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით;

ბ) კოორდინაციას უწევს განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესრულებას;

გ) ახორციელებს საგანმანათლებლო სისტემის შესახებ ინფორმაციის დაგროვებასა და გავრცელებას საერთაშორისო და ეროვნულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, უმაღლეს სასწავლებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის;

დ) მუშაობს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი პროექტების განხორციელებაზე საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში და შეიმუშავებს საქართველოს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშემწყობ პროექტებს, წესებსა და დებულებებს;

ე) მუშაობს განათლების დარგში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადებაზე და ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს. ორგანიზებას უწევს საერთაშორისო ღონისძიებების (ვიზიტების, თათბირების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვ.) გამართვას.

6. ეროვნული და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტი:

ა) შეიმუშავებს და ახორციელებს სახელმწიფო და საერთაშორისო პრიორიტეტების თანახმად განსაზღვრულ ღონისძიებათა სისტემებს – სახელმწიფო პროგრამებს – სკოლამდელი, სასკოლო, სპორტული, პროფესიული თუ უმაღლესი განათლების, მეცნიერე-ბის მართვისა და განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისათვის ზრუნვის სფეროში;

ბ) სამინისტროს სტრატეგიის მიხედვით დასახული გეგმის თანახმად ავითარებს ეროვნულ ან რეგიონალურ დონეზე განსახორციელებელ პროგრამებს;

გ) ახორციელებს ამ პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ პროგრამებს და/ან ზედამხედველობას უწევს მათ შესრულებას;

დ) აკონტროლებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებისა და სკოლა-ინტერნატების სოციალურ, აღმზრდელობით, საყოფაცხოვრებო და სასწავლო პროცესებს. ახორციელებს ბავშვთა სახლებისა და სკოლა-ინტერნატების ქსელის რაციონალიზაციასა და ოპტიმიზაციას.

7. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი:

ა) სამინისტროს საქმიანობასა და განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აწყობს პრესკონფერენციებს, ბრიფინგებს, ჟურნალისტებთან შეხვედრებს;

ბ) კანონმდებლობის შესაბამისად აწყობს ჟურნალისტების აკრედიტაციას და ახორციელებს იმ ჟურნალისტთა ინფორმაციულ ხელშეწყობას, რომლებიც აშუქებენ სამინისტროს საქმიანობას;

გ) ამზადებს პრესბიულეტენებსა და პრესრელიზებს;

დ) ორგანიზებას უწევს მედიის წარმომადგენლების შეხვედრებს სამინისტროს თანამშრომლებთან;

ე) სამინისტროს მიერ გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით ატარებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას (კვლევას);

ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდის ფუნქციონირებას.

8. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი:

ა) მონაწილეობს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში;

ბ) ადგენს საქართველოს სახელმწიფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგ-რამებს, ახორციელებს ან აკონტროლებს მათ შესრულებას;

გ) ახდენს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკისა და საგანმანათლებლო პროცესის სინქრონიზაციას;

დ) ხელს უწყობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის გავრცელებას სამოქალაქო ინტეგრაციის შესაბამისი პროექტების დასახვისა და განხორციელების გზით;

ე) ხელს უწყობს ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.

9. რესურსების მართვის დეპარტამენტი:

ა) შეიმუშავებს სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული ერთეულების ბიუჯეტების პროექტებს;

ბ) ახორციელებს საბიუჯეტო სახსრების, აგრეთვე სპეციალური სახელმწიფო პროგრამების ფინანსურ მართვას;

გ) გეგმავს და ახორციელებს უცხოური გრანტებისა და კრედიტების მოძიებას მიზნობრივი პროგრამების თანადაფინანსებისათვის;

დ) უზრუნველყოფს:

დ.ა) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლებას;

დ.ბ) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიცენზირებას და დადგენილი სიხშირით სალიცენზიო პირობების შემოწმებას;

დ.გ) სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის წარმოებას;

 დ.დ) მინისტრისათვის საკადრო საკითხებთან და მთლიანად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკადრო პოლიტიკასთან დაკავში-რებული რეკომენდაციების მიწოდებას;

დ.ე) სამინისტროს სარგებლობაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის მომსახურებას;

დ.ვ) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების დაკომპლექტებას კვალიფიციური კადრებით;

დ.ზ) სამინისტროს სისტემაში საჯარო მოხელეთა კონკურსის ორგანიზებას.

10. კანცელარია:

უზრუნველყოფს:

ა.ა) სამინისტროში შესული კორესპონდენციის დახარისხება-დამუშავებას;

ა.ბ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ კორესპონდენციის შესრულების მონიტორინგს;

ა.გ) საჯარო ინფორმაციის გაცემას;

ა.დ) სამინისტროს ცხელი ხაზის ფუნქციონირებას;

ბ) ადგენს მინისტრის შეხვედრების განრიგს;

გ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს მისაღების ფუნქციონირებას.

11. ტერიტორიული ორგანოების დეპარტამენტი:

ა) განსაზღვრავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების მატერიალურ საჭიროებებს;

ბ) კოორდინაციას უწევს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების მუშაობას;

გ) უზრუნველყოფს განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების მოქმედებათა კოორდინაციასა და ჰარმონიზაციას;

დ) ორგანიზებას უწევს საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევ კონკურსს.

12. საინფორმაციო მართვის დეპარტამენტი:

ა) მონაწილეობს განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავებაში;

უზრუნველყოფს:

ბ.ა) განათლების სისტემის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლას;

ბ.ბ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ერთეულების სტატისტიკური მონაცემების დროულად მოზიდვასა და დამუშავებას;

ბ.გ) მონაცემთა აგრეგირებას, ინტეგრაციასა და მათ გადანაწილებას სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის;

ბ.დ) შესაბამისი სტატისტიკური წელიწდეულის მომზადებასა და გამოცემას;

გ) ხელს უწყობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მართვის ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას”.

7. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები

სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები, რომლებიც იქმნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ისე, რომ თითოეულმა მოიცვას 25-30 საჯარო სკოლა; საგანმა-ნათლებლო რესურს-ცენტრების მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი“.

8. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

     „მუხლი 7. გარდამავალი დებულებები

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ტერიტორიული ორგანოების – სასკოლო ოლქების/სამმართველოებისა და განათლების განყოფილებების რეორგანიზაცია და მათ ბაზაზე ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების შექმნა, აგრეთვე ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულებისა და მათი საშტატო ნუსხების დამტკიცება;

ბ) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების შექმნამდე და მათი ხელმძღვანელების (მოვალეობის შემსრულებლების) დანიშვნამდე მათ ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – სასკოლო ოლქები/სამმართველოები და განათლების განყოფილებები.”

9. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი