დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42, 22/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.113.016013 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2010 წლის 6 ოქტომბერი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ № 21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
1. შევიდეს ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №21 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ა’’ და ,,ე.დ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.ა) მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით, მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და პრიორიტეტულ სახეობათა შერჩევა შესაბამის სამსახურებთან ერთად ;“ ;
„ე.დ) კოორდინაციას უწევს სხვა სპორტულ საზოგადოებებთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით. მასობრივ გამაჯანსაღებელი, სპორტული ღონისძიებების, სპორტული მოძრაობების, სპორტული შეჯიბრებების და სასწავლო-საწვრთნელი შეჯიბრებების მოწყობას. ხელმძღვანელობს პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენის მიზნით სპორტის სახეების მიხედვით მუნიციპალური და საქალაქო პირველობების ჩატარებას ბავშვთა ყველა ასაკობრივ ჯგუფში და ნაკრები გუნდების მივლინებას რესპუბლიკურ პირველობას’’.;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამსახური დასახული მიზნისა და ამოცანების შესრულებისათვის უფლებამოსილია განახორციელოს, გამოიყენოს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები მუნიციპალიტეტის კულტურული, შემოქმედებითი თუ სხვა მემკვიდრეობის პოპულარიზაციისათვის.’’;
გ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.’’.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები