ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 22/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 05/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016008
  • Word
32
06/10/2010
სსმ, 42, 22/10/2010
010260020.35.113.016008
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2010 წლის 6 ოქტომბერი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ 12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

1. შევიდეს ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ 12 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის შედგენის სამუშაოების ორგანიზაცია; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და გამგეობის სხვა სამსახურებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზე, ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და გამგებლისა და საკრებულოს ბიუროსათვის განსახილველად წარდგენა; საკრებულოს ბიუროს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის კორექტირება; მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში, საჯარო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვა, მათი ანალიზი და შესაბამისი დასკვნის წარდგენა საკრებულოსთვის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე’’;

ბ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოსა და თანამდებობათა დასახელებების დამტკიცება

 სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოში დასამტკიცებლად წარსადგენად.’’.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                       ა. მამეშვილი