ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ" №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ" №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 22/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.113.016004
  • Word
28
06/10/2010
სსმ, 42, 22/10/2010
010250040.35.113.016004
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ" №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2010 წლის 6 ოქტომბერი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ 2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

1. შევიდეს ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ 2 დადგენილებაში, კერძოდ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნა“;

ბ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ქვეპუნქტი;

გ) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის, მიწის იჯარის, მიწაზე ქონების გადასახადის ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა“;

დ) მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. საკრებულოს გადაწყვეტილებების (დადგენილებების, განკარგულებების) მიღება და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს სხდომაზე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით ან ამ დებულებით სხვა წესი არ არის დადგენილი“;

ე) ამოღებულ იქნეს დებულების მე-16 მუხლის ქვეპუნქტი;

ვ) 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების საკითხი. საკრებულოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა“;

ზ) 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას და მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ არჩეულია კომისიის თავმჯდომარე და მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა;

თ) ამოღებულ იქნეს დებულების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი;

ი) 45-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ახლად არჩეული საკრებულო, სამანდატო დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შესაბამისად, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ით, ღია კენჭისყრით, ღებულობს განკარგულებას საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე სამანდატო დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.

3. ახლად არჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე განკარგულებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში. იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, საკრებულო მიიღებს ცნობის სახით, თუ სასამართლომ იგი არჩეულად გამოაცხადა“;

კ) 52-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მორიგი სხდომის გახსნის შემდეგ საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია ტარდება ყოველი კენჭისყრის დაწყების წინ. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი;

ლ) 66-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს დებულებით დადგენილი საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის სხდომაში მონაწილე პირის მიმართ სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ზომები:

ა) წესრიგისკენ მოწოდება;

ბ) გაფრთხილება;

გ) საკრებულოს გადაწყვეტილებით:

.ა) გაფრთხილება ოქმში შეტანით;

გ.ბ) სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე“;

მ) 81-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ და ამ დებულებით“;

ნ) 84-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის მიღების შესახებ მიიღება საკრებულოს მიერ, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით ან ამ დებულებით სხვა წესი არ არის დადგენილი“;

ო) 92-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადება და გაუქმება ხდება ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” მეხუთე თავით დადგენილი წესით“;

პ) 107-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსის და რედაქტორის ვიზირების შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.“;

ჟ) 108-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საკრებულოს ნორმატიული აქტი საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ვებგვერდზე www.matsne.gov.ge“, ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, საკრებულოს ვებგვერდზე www. ozurgeti.org.ge და გამოიკვრება საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში  – საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე (ქ.ოზურგეთი კოსტავას ქ. №1)“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                    ა. მამეშვილი