დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 21/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.120.016005 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/10/2010 - 04/03/2011)
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 21
2010 წლის 5 ოქტომბერი
ქ. სამტრედია
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8, მე-9 და მე-10 მუხლების, მე-40 თავისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
მუხლი 1
დამტკიცდეს ქონების გადასახადის განაკვეთი (გარდა მიწისა) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 (ერთი) %-ის ოდენობით დაბეგვრის შემდეგ ობიექტებზე:
ა) საქართველოს საწარმოსათვის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგის წესით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობებზე და არმატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ბ) უცხოური საწარმოების საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ამ მუხლის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონებაზე);
გ) ორგანიზაციების ბალანსზე რიცხულ ამ მუხლის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე ან ქონების ნაწილზე, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.
მუხლი 2
დამტკიცდეს ქონების გადასახადის განაკვეთი (გარდა მიწისა) ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), დაუმთავრებელ მშენებლობაზე ან/და იახტებზე (კატარღებზე), თვითმფრინავებზე, შვეულმფრენებზე, აგრეთვე არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე ან/და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე (გარდა ბიოლოგიურ აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე:
ა) კალენდარული წლის განმავლობაში 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის-უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 %;
გ) კალენდარული წლის განმავლობაში 100000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 1 %.
მუხლი 3
დამტკიცდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე გაანგარიშებით:
ა) სახნავი (კარგი), სათევზე ტბორებით, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის – 38 ლარი;
ბ) მწირი მიწებისათვის – 20 ლარი;
გ) გაკულტურებული საძოვრებისათვის – 4 ლარი;
დ) ბუნებრივი საძოვრებისათვის – 3 ლარი.
მუხლი 4
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახდი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0,1392 ლარის ოდენობით (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი წელიწადში მიწის 1 კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარის ოდენობით, ხოლო ტერიტორიული კოეფიციენტი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 0.58).
მუხლი 5
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი 1 ჰა-ზე 3 ლარის ოდენობით.
მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები სათვის საიჯარო ქირის შემოღების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 მაისის №55 დადგენილება.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ჯვარშეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები