დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 21/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.120.016004 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2010 წლის 5 ოქტომბერი
ქ. სამტრედია
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს № 14 დადგენილებაში ცვლილებების ა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ’’ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №14 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე V, № 13, 18. 08. 2010 ., მუხ. 325) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. „ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №14 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ”.
2. „ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №14 დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დამტკიცდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესი (დანართი№1)” .
3. „ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის “ სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესი” .
4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის მე-2 მუხლის:
ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის-პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზებას ახორციელებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის კომისია (შემდგომში – კომისია) კანონმდებლობით დადგენილი წესით. ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზების მიზნით სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ქმნის ქონების განკარგვის კომისიას.” ;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც ამავდროულად არის კომისიის წევრი, ხოლო კომისიის წევრთაგან, კომისიის აუქციონატორს, რეგისტრატორს და კომისიის მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კომისია შედგება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგობის მიწისა და ქონების საკითხების, სივრცით-ტერიტორიული და ურბანული დაგეგმარების, სამართლებრივი სფეროსა და საფინანსო და ეკონომიკური სამსახურების წარმომადგენლებისაგან.” ;
დ ) მე-10 პუნქტის „ა”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაინტერესებული მხარე არის ოჯახის წევრი.” ;
5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის მე-3 მუხლის:
ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში კომისიას ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ მყიდველს, რომელიც იღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში კომისიას ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.” ;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს ;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აუქციონი ცხადდება, კომისიის მიერ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე .” .
6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისია, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უზრუნველყოფს აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.” ;
გ) მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კომიის დასახელებას.” ;
დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას კომისიის მიერ ივსება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც წარედგინება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმის ტიპურ ფორმას ამტკიცებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო.”.
7. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და კომისიის მიერ დადგენილ საათამდე.”;
ბ) მე-3 პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბე’ს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს კომისის მიერ მითითებულ ანგარიშზე). უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს ოდენობა განისაზღვრება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ფასის 30%-ის ოდენობით.” ;
გ) მე-7 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.”.
8.
ა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის მე-6 მუხლის:
ა.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს კომისია, რომელიც აისახება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაში).”;
ა.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე, რომელიც შეივსება აუქციონის დამთავრების შემდეგ, წარედგინება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე, ხელს აწერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და აუქციონში გამარჯვებული პირი.”;
ა.გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, აუქციონის შედეგები უქმდება, შესაბამისად მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდება, ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.”;
ა.დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდებათ და ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.”;
ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. თუ აუქციონში მონაწილემ დაარღვია აუქციონში მონაწილეობის სხვა წესი ან/და პირობები (გარდა იმისა, რაც აღნიშნულია ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებში), აუქციონის მონაწილეებს შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდება და ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.”.
9. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის მე-7 მუხლის:
ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.”
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლით გათვალისწინებული აუქციონის ჩატარების მიმართ გამოიყენება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესით “ დადგენილი პირობები .” ;
გ) მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
10. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის მე-8 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ანგარიშსწორების წესი.” ;
ბ) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის იდება წერილობითი ხელშეკრულება. მითითებულ წერილობით ხელშეკრულებას ხელს აწერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და აუქციონში გამარჯვებული პირი. ” ;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, გადაიხადოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო საფასური.
დ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პირობებით გამოცხადებული აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, შესაძლებელია დაიდოს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.” ;
ვ) მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
ზ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, აუქციონის შედეგები უქმდება, შესაბამისად მას შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდება და ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.” ;
თ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ამ წესის მიზნებისათვის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის პრივატიზებული ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო.” .
11. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
12. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, შეძენილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე 6 თვეში ერთხელ, ასევე მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, სამტრედიის მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.
3. მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულები შესრულებულად ითვლება მათი დადსტურების მომენტიდან.
5. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1 %, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1 %, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%.
6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძვლად.”.
13. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის მე-14 მუხლის:
ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.”;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე.”;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ამ წესის შესაბამისად.
დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ვადას განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც აღინიშნება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებაში.”.
14. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადაეცემა აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, აგრეთვე სამტრედიის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.”.
15. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის მე-17 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქონების უსასყიდლო აღნაგობის, უზუფრუქტის ან თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ დაინტერესებული პირი სათანადო განაცხადს წარუდგენს კომისიას. გამგებელი, რომელიც ამავდროულად არის კომისიის თავმჯდომარე, წინადადებით მიმართავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.” ;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს ;
გ) მე- 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ქონების სარგებლობაში გადაცემისას სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და ქონების დროებით სარგებლობაში მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება. მითითებულ წერილობით ხელშეკრულებას ხელს აწერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და იმ ორგანოს უფლებამოსილი პირი, რომელსაც სარგებლობაში გადაეცა ქონება.” .
16. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.” .
17. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:
„მუხლი 181. ქონების უზუფრუქტის უფლებით გადაცემა
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის უძრავი ნივთი პირს გადაეცემა სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება. უზუფრუქტით გადაცემული ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა სამტრედიის მუნიციპალიტეტის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ სამტრედიის მუნიციპალიტეტი ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობის მონაწილე.” .
18. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამტრედიის მუნიციპალიტეტს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე , თუ:
ა) დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად , დაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას ქმნის;
ბ) დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.” .
19. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის მე-19 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ ის, მის სანაცვლოდ, სამტრედიის მუნიციპალიტეტს (მეიჯარეს) შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.”;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ სამტრედიის მუნიციპალიტეტს (მეიჯარეს) შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო.”;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამტრედიის მუნიციპალიტეტს (მეიჯარეს) შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ:
ა) მოიჯარე, მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუხედავად, ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას;
ბ) არ იხდის საიჯარო ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.”.
20. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამტრედიის მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული ქონების დაბრუნება.”.
21. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. ქონების აუქციონის წესით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება
1. აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობაში გადაცემის მიზანია ქონება სარგებლობაში გადაეცეს იმ პირს, რომელიც კომისიას ყველაზე მაღალ ქირას შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – ქონება სარგებლობაში გადაეცეს იმ პირს, რომელიც იღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და კომისიას ყველაზე მაღალ ქირას შესთავაზებს.”.
2. აუქციონი ცხადდება კომისიის მიერ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. კომისია, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უზრუნველყოფს აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.”.
4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კომისიის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღებს;
ე) ბეს , ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელიც კონკრეტული შემთხვევისათვის იქნება აუცილებელი.
5. შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ქირის 30%-ის ოდენობით.”.
6. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ქონებას.
7. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ქირის გადახდა.”.
22. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის 23-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 პუნქტის „ე “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).”.
23.
ა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის 24-ე მუხლის:
ა.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თითოეულ ობიექტეზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ქონების დასახელებას, მის საწყის ქირას, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს კომისია, რომელიც აისახება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაში).” ;
ა.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ქირის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით. ვაჭრობის მიმდინარეობისას დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადადგილება.” ;
ა.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ქირიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ქირაზე ბიჯის დამატებას) ისე, რომ თვალსაჩინო იყოს აუქციონატორისათვის. თუ ქირის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ქირის ოდენობა, აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ქირის ოდენობას. ქირის ოდენობის სამჯერ გამოცხადებისა და ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულად ითვლება აუქციონის ის მონაწილე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ქირის ოდენობა შესთავაზა.” ;
ბ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა (სარგებლობაში გადაცემა), სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების შეცვლილი საწყისი ქირით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის (სარგებლობაში გადაცემის) შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ქირა შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიცა სარგებლობაში, ქირა შეიძლება კიდევ შემცირდეს.” ;
გ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის 24-ე მუხლის:
გ.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის ფორმით განკარგვისას კომისიის მიერ ივსება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმი, რომელიც წარედგინება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმის ტიპურ ფორმას ამტკიცებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე, რომელიც შეივსება აუქციონის დამთავრების შემდეგ, წარედგინება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელს აწერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და აუქციონში გამარჯვებული პირი.” ;
გ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, აუქციონის შედეგები უქმდება, შესაბამისად , მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდება, ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.” ;
გ.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდებათ და ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.” ;
გ.დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. თუ აუქციონში მონაწილემ დაარღვია აუქციონში მონაწილეობის სხვა წესი ან/და პირობები (გარდა იმისა, რაც აღნიშნულია ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებში), აუქციონის მონაწილეებს შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდება და ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.” ;
დ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:
„101. თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა პერიოდულად გადასახდელი ქირის პირველი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, აუქციონის შედეგები უქმდება, შესაბამისად , მას შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდება და ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.” .
2 4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის 25-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირადაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი, (მსურველები) განცხადებით მიმართავს კომისიას და წარუდგენს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ( პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).” ;
დ) აგრეთვე სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვილ იქნეს სარგებლობაში გადასაცემი ქონების გათვალისწინებით.” ;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2 5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის 26-ე მუხლის:
ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე შეთანხმებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და იმ პირს შორის, ვისაც სარგებლობაში გადაეცა ქონება, იდება წერილობითი ხელშეკრულება. მითითებულ წერილობით ხელშეკრულებას ხელს აწერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ის პირი, ვისაც სარგებლობაში გადაეცა ქონება.”;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემისას სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის იდება წერილობითი ხელშეკრულება. მითითებულ წერილობით ხელშეკრულებას ხელს აწერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და აუქციონში გამარჯვებული პირი.”;
გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქონების სარგებლობის უფლება პირს გადაეცემა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ხოლო თუ სარგებლობის უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის გაწეულ საზღაურს ფარავს ქონების მიმღები პირი.”.
2 6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა
1. ქონების მიმღები (მოსარგებლე) ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ 6 თვეში ერთხელ, ასევე მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.”.
2. ქონების მიმღები (მოსარგებლე) პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.
3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს (მოსარგებლეს) ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს (მოსარგებლეს) ეკისრება პირგასამტეხლო, კერძოდ:
ა) ქირის თანხის გადუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1 % დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ჯვარშეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები