"სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 21/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 14/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.120.016002
  • Word
18
05/10/2010
სსმ, 41, 21/10/2010
010250040.35.120.016002
"სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №18

2010 წლის 5 ოქტომბერი

ქ. სამტრედია   

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის                26 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

     მუხლი 1

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებაში ((რეგლამენტში) (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ნაწ. V, №9, 11. 08 . 2010 ., მუხ . 143)) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „გ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ.”;

ბ) მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ ) მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.”.

2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ ) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას; “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ქმნის სატენდერო კომისიას, ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს, სატენდერო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ხელს აწერს შესყიდვების ხელშეკრულებებს.”.

3. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ არჩეულია კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ოთხი წევრი მაინც.

4. 107-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსისა და რედაქტორის ვიზირების შემდეგ, საკრებულოს მიერ მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღეს გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.”.

  5. ამოღებულ იქნეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 137-ე მუხლის პირველი პუნქტი.

     მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.   

საკრებულოს თავმჯდომარე   ა . ჯვარშეიშვილი