დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 598 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 180, 18/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.120.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №598
2008 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებით (სსმ III, №88, 2006 წ., მუხ. 1168) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-2 მუხლის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) ვიზის გამცემი ორგანო – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და/ან საკონსულო დაწესებულება, აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო;
უ) სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთებისა და სხვა ქონების სასაზღვრო კონტროლს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გახსნილ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში.“;
ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში ვიზა/სამთვიანი შემოსვლის ნებართვა შეიძლება გასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა ორგანომ.“;
გ) დებულების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფების მიერ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ვიზების გაცემისათვის პასუხისმგებელ პირებსა და მათ კომპეტენციას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები