„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 183
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 129, 08/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016009
  • Word
183
08/10/2010
სსმ, 129, 08/10/2010
040030000.22.027.016009
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №183

2010 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე- ჩუღურეთის, ვაკის, ისანი-სამგორის, მთაწმინდა-კრწანისის, საბურთალოს, ამბროლაურის, ახალქალაქის, ბოლნისის, ზუგდიდის, თელავის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, რუსთავის, ახალციხის, გორის, ჭიათურის და ხელვაჩაურის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ი3“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გლდანი-ნაძალადევის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევ ო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქების ტერიტორია, ასევე სოფელი გლდანი და ზაჰესი;“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანისა და ნაძალადევის სამსახურების წარმოებაში არსებული განცხადებების განხილვა უზრუნველყოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სამსახურმა.

2. ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანისა და ნაძალადევის სამსახურებში არსებული დოკუმენტები გადაეცეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სამსახურს.

 მუხლი 3

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი