სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე

  • Word
სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 02/1010
დოკუმენტის მიმღები სს "იუნიონი"
მიღების თარიღი 08/10/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 75, 12/10/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
02/1010
08/10/2010
სსმ, 75, 12/10/2010
სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
სს "იუნიონი"

 

 

განცხადება

სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე

 სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს სპორტული კომპლექსის – „ლაგუნა ვერეს“ აქციათა ყიდვის თაობაზე კეთდება საქართველოს მეწარმეთა კანონის 532 მუხლის შესაბამისად, რომლის საფუძველიცაა შემთავაზებელი სს „იუნიონის“ მიერ სს რეა-ქართუს” 1563 ცალი აქციის შეძენა.

გამოსყიდვის პირობები და პროცედურები:

შემთავაზებელი ფლობს სს სპორტულ კომპლექს „ლაგუნა ვერეს” მიერ გამოშვებულ 305713 (სამას ხუთი ათას შვიდას ცამეტი) ცალ ჩვეულებრივ სახელობით აქციას, რაც შეადგენს გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 99.49 %-ს და სურს გამოისყიდოს სს სპორტულ კომპლექს „ლაგუნა ვერეს” დარჩენილი 1563 (ერთი ათას ხუთას სამოცდასამი) ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, რომელიც სს სპორტულ კომპლექს „ლაგუნა ვერეს“ გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 0.51 %-ს შეადგენს;

სს სპორტულ კომპლექს ლაგუნა ვერეს” აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 44.79 (ორმოცდაოთხი მთელი და 79 მეასედი) ლარს ერთ ცალ აქციაზე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) გამოსასყიდი ფასი სავალდებულო სატენდერო შეთავაზების მიზნისათვის დადგენილია აუდიტორის მიერ და არის იმ ფასის ანალოგიური, რაც სს იუნიონმა” გადაიხადა 2007 წლის 12 ივნისს გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 63.03 %-ის შესაძენად;

სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გაგრძელდება 2010 წლის 08 ოქტომბრიდან 2010 წლის 20 დეკემბრამდე;

 განცხადებები მიიღება 2010 წლის 08 ოქტომბრიდან 2010 წლის 20 დეკემბრამდე;

განცხადებები განიხილება 2010 წლის 20 დეკემბრიდან 2010 წლის 27 დეკემბრამდე და იმავე ვადაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება;

სს სპორტულ კომპლექს ლაგუნა ვერეს” გამოშვებული აქციების დარჩენილი 0.51 %-ის, ანუ 1563 (ერთი ათას ხუთას სამოცდასამი) აქციის სრულად გაყიდვის თანხმობათა არსებობის შემთხვევაში შემთავაზებელი გამოისყიდის აქციათა სრულ რაოდენობას;

სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება დადგენილი წესით;

შესყიდვა მოხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ;

სს სპორტულ კომპლექს ლაგუნა ვერეს” აქციონერთაგან აქციების გაყიდვაზე განაცხადების შეგროვებას განახორციელებს შეთავაზების აგენტი შპს საბროკერო კომპანია ქართუ ბროკერი” (ლიცენზიის 20026), იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 39, საკონტაქტო ტელ.: 91-28-90; 8-99-78-11-57;

 „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 532 მუხლის შესაბამისად, შესაძენ აქციათა გამოსასყიდი ფასის შეფასების ანგარიშის გაცნობა აქციონერებს შეუძლიათ შპს საბროკერო კომპანია ქართუ ბროკერში” (ლიცენზიის 20026), საკონტაქტო მისამართი: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. 24, მე-4 სართული, საკონტაქტო ტელ.: 91-28-90; 8-99-78-11-57.

   შემთავაზებელი

   სს „იუნიონი”

   დირექტორი                             რ. მოცრაძე