დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 572 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 168, 27/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №572
2008 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
„გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №42, მუხლი 478) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. უზრუნველყოფის სამხედრო-ტექნიკურ ქონებას განეკუთვნება:
სარაკეტო საწვავის, საწვავისა და საპოხი მასალების გამართვის, გადატუმბვის, ტრანსპორტირების, შენახვის, გაწმენდის, შეთბობისა და ხარისხის კონტროლის საშუალებები, საკვების მომზადებისა და ტრანსპორტირების, წყლის გათბობის ტექნიკური საშუალებები; სანივთე ქონების სარემონტო მოძრავი საშუალებები და კომპლექტები; საკერავი მანქანები, აბანო-სამრეცხაოები და ქიმწმენდის ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე უზრუნველყოფის ტექნიკის რემონტისა და ტექნიკური მომსახურების საშუალებები, სამზარეულო ინვენტარი და ჭურჭელი; პირადი შემადგენლობის კანონმდებლობით დადგენილი ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონება, სამედიცინო აპარატურა და ინვენტარი.“;
ბ) დებულების №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
მატერიალური საშუალებების ჩამოწერის უფლების მქონე თანამდებობის პირთა ჩამონათვალი
| № | მატერიალური საშუალებების ჩამოწერის უფლების მქონე თანამდებობის ნომენკლატურა | ჩამოწერილი მატერიალური საშუალებების დასახელება | ვისი წარდგინებით და დასკვნებით მიიღება გადაწყვეტილება ჩამოწერის შესახებ | შენიშვნა | |
| 1.
| სამინისტროს და შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. | სარაკეტო შეიარაღება, სასროლი იარაღი, მიწისზედა ლულიანი და რეაქტიული არტილერია, საველე-საზენიტო არტილერია, ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები, საბაზო ჯავშანმანქანები, თვითმავალი საარტილერიო სისტემები და დანადგარები, ყველა ტიპის საფრენი აპარატები, მცურავი საშუალებები, საბრძოლო მასალები; საინჟინრო და ქიმიური საბრძოლო მასალები; შენობები, ნაგებობები, კომუნიკაციები, საინჟინრო და ტექნიკური საშუალებები, სამედიცინო აპარატურა და ინვენტარი | სამინისტროს და შესაბამისი დაწესებულების უზრუნველყოფის ცენტრალური ქვედანაყოფის უფროსის წარდგინებით | *- იგულის-ხმება ის საბრძოლო და საინჟინრო ქიმიური საბრძოლო მასალები, რომლებიც იმყოფება შენახვაზე, გამოუსადეგა-რია, ან ზენორ-მატიული | |
|
|
| ||||
| 2.
| საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერ-თიანებული შტაბის უფროსი | მიწისზედა რადიოლოკაციური საშუალებები, ყველა სახეობის რემონტის, ევაკუაციის და ტექ. მომსახურების მოძრავი საშუალებები, საავტომობილო ტექნიკა, საინჟინრო ტექნიკა, ქიმიური შეიარაღება და კოლექტიური დაცვის საშუალებები, ფრენის უზრუნველყოფის რადიოტექნიკური საშუალებები. საწვავის გადასატუმბი დანადგარები (ავტოძრავებზე მომუშავე), რეზერვუარები და ცისტერნები 25 ტონიდან ზევით. | სამინისტროს და შესაბამისი დაწე-სებულების (ჯარების სახეობის სარდლების, ბრიგადებისა და ცალკეული სამხედრო ნაწილების, ბატალიონების) უფროსების წარდგინებით სამინისტროსა და შესაბამისი დაწე-სებულების უზრუნველყოფის ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით |
| |
| 3. |
| შეიარაღების, ტექნიკის, საფრენი აპარატების, მცურავი საშუალებების ძრავები, ძირითადი აგრეგატები, კავშირგაბმულობის ტექნიკა, ჯარების ავტომატიზირებული მართვის სისტემები, ქიმიური დაცვის ინდივიდუალური საშუალებები. საწვავის გადასატუმბი დანადგარები (მექანიკური და ელ. ძრავებზე მომუშავე), ლითონის მილსადენები, საწვავის გასამართი საშუალებები, ყველა ტიპის მრიცხველი, მისაბმელი ცისტერნები, | სამინისტროს და შესაბამისი დაწე-სებულების (სამხედრო ნაწილის, ბატალიონის მეთაურების) უფროსების წარდგინებით სა-მინისტროს და შესაბამისი დაწესებულების შესაბამისი სამსახურების (სამმარ-თველოების) უფროსებთან შეთანხმებით |
| |
|
სამინისტროს და შესაბამისი დაწესებულების უზრუნველყო-ფის ქვედანაყო-ფის უფროსი | გადასატანი ლაბორატორია, რეზერვუარები და ცისტერნები 25 ტონამდე და სხვა ტექნიკური მომსახურების საშუალებები. |
|
| ||
| 4.
| აგრეგატები და დეტალები, სათადარიგო ინსტრუმენტები და საკუთვნო, საბრძოლო მასალები. | სამინისტროს და შესაბამისი დაწე-სებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წარდგინებით სა-მინისტროს და შესაბამისი დაწესებულების (ჯარების სახეობის სარდლების, ბრიგადებისა და ცალკეული სამხედრო ნაწილების, ბატა-ლიონების) შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით |
| ||
| 5. | სამინისტროს და შესაბამისი დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი | საბრძოლო, საინჟინრო-ქიმიური საბრძოლო მასალები – რომლებიც გაიხარჯება საბრძოლო მომზადების გეგმის გათვალისწინებითა და საბრძოლო ამოცანების შესრულების დროს. სახარჯი მატერიალური საშუალებები – რომლებიც საჭიროა შეიარაღებისა და ტექნიკის ძირითადი ნიმუშების I, II და III საფეხურის რემონტის ჩასატარებლად, ჭურჭელი (ფაიფურის, პლასტმასის, მინის). ყველა სახის ლითონისა და პლასტმასის საწვავის ჭურჭელი 5-დან 500 ლიტრამდე, საწვავის გასამართი გოფრირებული რეზინა-ქსოვილის მილები და ტექნიკური მომსახურების საშუალებები (ვედრო, ძაბრი და სხვა სახანძრო ინვენტარი). სააკუმულატორო ბატარეები, მუხლუხა ლენტები, საბურავები, ჭურჭელი და სამზარეულო დანადგარები (შავი და ფერადი ლითონის); საოფისე და საყაზარმო ავეჯი და ინვენტარი, სანივთე ქონება. | სამინისტროს და შესაბამისი დაწე-სებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უზრუნ-ველყოფის სამსახურის უფროსის წარდგინებით. |
| |
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები