ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 22/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 18/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.141.016001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
104
07/10/2010
სსმ, 42, 22/10/2010
010260020.35.141.016001
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/10/2010 - 12/11/2010)

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №104

2010 წლის 7 ოქტომბერი

ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 1. დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარტის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.02.2007 წლის № 23 დადგენილება.

3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                             ჰ. მოვსესიანი

 

დანართი №1

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

    მუხლი 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური

1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური არის მუნიციალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციას, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის, გამგეობის საქმიანობის სამართლებრივ და მატერიალურ - ტექნიკურ უზრუნველყოფას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულებით, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. ადმინისტრაციული სამსახური არ არის იურიდიული პირი, სამსახურს აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი.

4. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და უფლება მოსილებები განისაზღვრება გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

    მუხლი 2. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების განყოფილებებისგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა. კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.

6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნვეყოფს:

ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ერთეულებისა და გამგეობის თანამდებობის პირების სამუშაო თათბირებისა და სხვა ღონისძიებების მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფას. უზრუნველყოფს ოპერატიული ინფორმაციის მომზადებას და გამოქვეყნებას;

ბ) გამგებელის დავალებების შესაბამისად ამზადებს გამგეობის სამუშაო გეგმების პროექტებს;

გ) ორგანიზებას უწევს გამგეობის ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

დ) წარმოადგენს და იცავს გამგეობის ინტერესებს სასამართლოში;

ე) უზრუნველყოფს ერთიან საქმისწარმოებას, სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი კორესპოდენციების აღრიცხვას, სისტემატიზაციას, მათ გადაგზავნას ადრესატებისათვის; ახორციელებს კონტროლს დასმული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე. უზრუნველყოფს დოკუმენტების შენახვას და საარქივო წარმოებას;

ვ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს. საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართებლივი აქტების პროექტების მომზადებას;

ზ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, საოფისე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების, კავშირგაბმულობის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართულ ფუნქციონირებას, რემონტს, დაცვასა და ტექნიკურ მომსახურებას;

ი) გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

კ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;

ლ) მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვას და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე;

მ) კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე;

ნ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას;

ო) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართებლივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 4. ადმინისტრაციული სამსახურის კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები

1. განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;

ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციას და ინდექსაციას;

გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;

დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;

ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობას;

ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;

ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;

თ) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;

ი) მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას, სოციალური საკითხების გადაწყვეტას და საპენსიო საბუთების გაფორმებას;

კ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;

ლ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმება;

მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.