შპს "ლიკანი-95"-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ

  • Word
შპს "ლიკანი-95"-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/10180-10
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 06/10/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 75, 12/10/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/10180-10
06/10/2010
სსმ, 75, 12/10/2010
შპს "ლიკანი-95"-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

2010 წლი 6 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე

განმცხადებელი: შპს ,,ლიკანი 95”.

დირექტორი: იასონ სტეფნაძე

მოთხოვნა: საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების გახსნა

ზეპირი მოსმეის გარეშე განიხილა შპს ,,ლიკანი 95”-ის მიმართ გადახდისუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2010 წლის 1 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შპს ,,ლიკანი 95”-ის დირექტორმა იასონ სტეფნაძემ და მოითხოვა საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების გახსნა.

სასამართლო გაეცნო განცხადებას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის დადგენილ მოთხოვნებს და მიღებულ უნდა იქნეს სასამარლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს მე-7, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, და 29-ე მუხლებით

დაადგინა:

1. შპს ,,ლიკანი 95”-ის განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში;

2. მეურვედ დაინიშნოს დავით ხუნწარია (პირადი 62001009573), მცხოვრები: ქ. თბილისი, სანზონა, კორპ. 15, ბინა 12, სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბულაჩაურის 7/28;

3. აეკრძალოს შპს ,,ლიკანი 95”- ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე;

4. შეჩერდეს შპს ,,ლიკანი 95”-ის მიმართ იძულებითი აღსრულება;

5. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალებულია: შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან: დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;

6. განემარტოს შპს ,,ლიკანი 95”-ის დირექტორს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ, მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

7. განემარტოს კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს თავისი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად;

8. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნს 2010 წლის 25 ნოემბერს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. 6, დარბაზი 20);

9. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, ,,გაზეთ 24 საათში”, გაზეთ ,,სიტყვა და საქმეში” და სასამართლოს დაფაზე;

10. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე          ე. ცისკარიძე