დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის,ტირაჟისა და მიმოქცევაში გაშვების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1648 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 132, 13/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320110000.22.024.016010 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1648
2010 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის, ტირაჟისა და მიმოქცევაში გაშვების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 09.06.2006 წლის №351 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების” პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1) 2010 წლის 15 ოქტომბრიდან გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში შემდეგი საქართველოს საფოსტო მარკები:
ა) „ქართული ანბანი – მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა” – მცირე ფურცელი 3 სახის მარკით; ავტორი – ბ. გაგნიძე; თითოეული მარკის ნომინალი – 0.4 ლარი; მცირე ფურცლის ტირაჟი – 40 000 ცალი; თითოეული სახის მარკის ტირაჟი – 40 000 ცალი; მცირე ფურცლის ზომა – 133X83მმ; თითოეული სახის მარკის ზომა – 28,5X37მმ; ბეჭდვა – ოფსეტური, მრავალფერიანი.
მარკები № 469, 470, 471
(მარკების ნომრები აითვლება მარცხნიდან მარჯვნივ)

ბ) „დავით გარეჯი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი” – მცირე ფურცელი 2 სახის მარკით; ავტორი – ბ. გაგნიძე; თითოეული მარკის ნომინალი – 0.6 ლარი; მცირე ფურცლის ტირაჟი – 40 000 ცალი; თითოეული სახის მარკის ტირაჟი – 40 000 ცალი; მცირე ფურცლის ზომა – 128X83მმ; თითოეული სახის მარკის ზომა – 37 X 28,5მმ; ბეჭდვა – ოფსეტური, მრავალფერიანი.
მარკები № 472, 473
(მარკების ნომრები აითვლება მარცხნიდან მარჯვნივ)

გ) „ნოდარ ქუმარიტაშვილი” – 1 მარკა; ავტორი – შ. ლურსმანაშვილი; ნომინალი – 5.0 ლარი; ტირაჟი – 200 000 ცალი, მათ შორის, არაპერფორირებული სახით 1000 ცალი; მარკის ზომა – 45X31მმ; ბეჭდვა – ოფსეტური, მრავალფერიანი.
მარკა № 474

დ) „საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები – ევროპის ერთა თასის სამგზის მფლობელი” – 1 მარკა; ავტორი – შ. ლურსმანაშვილი; ნომინალი – 5.0 ლარი; ტირაჟი – 50 000 ცალი; მარკის ზომა – 38X25,5მმ; ბეჭდვა – ოფსეტური, მრავალფერიანი.
მარკა № 475

ე) „საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები – ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭადრაკში” – 1 მარკა; ავტორი – შ. ლურსმანაშვილი; ნომინალი – 7.0 ლარი; ტირაჟი – 50 000 ცალი, მათ შორის, არაპერფორირებული სახით 500 ცალი; მარკის ზომა – 28,5X38მმ; ბეჭდვა – ოფსეტური, მრავალფერიანი.
მარკა №476

ვ) „ევროპა – ასტრონომია” – 2 მარკა; ავტორი – ბ. ქობლიანიძე; მარკების ნომინალები – 2.0 ლარი და 3.0 ლარი; თითოეული სახის მარკის ზომა – 31X45მმ; ორმარკიანი მცირე ფურცლის ზომა – 123X83მმ; ბეჭდვა – ოფსეტური, მრავალფერიანი; თითოეული სახის მარკის ტირაჟი – 100 000 ცალი, მათ შორის, არაპერფორირებული სახით – 750 ცალი; საერთო ტირაჟიდან დაბეჭდილია: 10 000 ცალი – 2-მარკიანი მცირე ფურცელი (თითოეული სახის მარკა – 10 000 ცალი), მათ შორის, არაპერფორირებული სახით – 50 ფურცელი (თითოეული სახის მარკა – 50 ცალი); 8000 ცალი – 8-მარკიანი ფურცელი (თითოეული სახის მარკა – 32 000 ცალი), მათ შორის, არაპერფორირებული სახით – 50 ფურცელი (თითოეული სახის მარკა – 200 ცალი); 11600 ცალი – 10-მარკიანი ფურცელი (თითოეული სახის მარკა – 58 000 ცალი), მათ შორის, არაპერფორირებული სახით – 100 ფურცელი (თითოეული სახის მარკა – 500 ცალი).
მარკები № 477, 478
(მარკების ნომრები აითვლება მარცხნიდან მარჯვნივ)
|
|
|

ზ) „საქართველოს ფლორა – ყვავილები (ზამბახი,შროშანი, ია, ენძელა)” – 4 მარკა; ავტორი – შ. ლურსმანაშვილი; მარკების ნომინალები – 1.0 ლარი, 1.2 ლარი, 2.0 ლარი, 3.0 ლარი; თითოეული სახის მარკის ტირაჟი – 100 000 ცალი; თითოეული სახის მარკის ზომა – 20X25,5მმ; ბეჭდვა – ოფსეტური, მრავალფერიანი.
| მარკა № 479
| მარკა № 480
| მარკა № 481
| მარკა № 482
|
|
|
|
|
|
თ) „საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ფრინველები (რუხი წერო, გნოლი, კასპიური შურთხი, როჭო, სარსარაკი)” – 5 მარკა; ავტორი – ბ. გაგნიძე; მარკების ნომინალები – 0.2 ლარი, 0.4 ლარი, 0.5 ლარი, 0.6 ლარი, 1.00 ლარი; თითოეული სახის მარკის ტირაჟი – 50 000 ცალი; თითოეული სახის მარკის ზომა – 37,5X39მმ; ბეჭდვა – ოფსეტური, მრავალფერიანი.
| მარკა № 483
| მარკა № 484
|
| ||
|
|
|
| ||
| მარკა № 485
| მარკა № 486 | მარკა № 487 | |||
|
|
|
| |||
2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
უკან დაბრუნება 










დოკუმენტის კომენტარები