დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 554 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 18/11/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 166, 21/11/2008 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 22/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №554
2008 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების №1 დანართს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ყ“ ქვეპუნქტი:
„ყ) საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს.“;
ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების №2 დანართს დაემატოს შემდეგი რედაქციის „რ“ ქვეპუნქტი:
„რ) საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არა უმეტეს 5 თანამშრომელს – ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის წარდგინებით.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები