დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის №468 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 551 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 166, 21/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №551
2008 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის №468 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე და 47-ე მუხლების შესაბამისად:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის №468 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №144, მუხ. 1433) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სსიპ – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელება და ლიკვიდაციის პროცესის დასრულება 2009 წლის 1 იანვრამდე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ნოემბრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები