დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 ოქტომბრის №489 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 550 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 166, 21/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №550
2008 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 ოქტომბრის №489 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე და 47-ე მუხლების შესაბამისად:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 ოქტომბრის №489 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №148, მუხ. 1469) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სსიპ – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელება და ლიკვიდაციის პროცესის დასრულება 2009 წლის 1 იანვრამდე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ნოემბრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები