„ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008 წლის 27 სექტემბრის №117 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

  • Word
„ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008 წლის 27 სექტემბრის №117 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 130, 11/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 22/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016010
  • Word
105
07/10/2010
სსმ, 130, 11/10/2010
010170000.22.029.016010
„ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008 წლის 27 სექტემბრის №117 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №10 5

2010 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008 წლის 27 სექტემბრის 117 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008 წლის 27 სექტემბრის 117 ბრძანებაში (სსმ III, 29.10.2008, 157, მუხ.1569) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 12 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის 34 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ)“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირი განცხადებით პირადად მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).

3. დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის შემთხვევაში ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირი ვალდებულია, საზღვრის გადმოკვეთიდან სამი დღის განმავლობაში განცხადებით მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ან შინაგან საქმეთა სამინისტროებს ან მათ ტერიტორიულ ორგანოებს.“

4. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე Prima facie პრინციპით შემოსული პირების ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს და რეგისტრაციაში ატარებს სამინისტროში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი კომისია. თუ საჭირო ინფორმაციის ან დოკუმენტის უქონლობის გამო გართულდა ან შეუძლებელია კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტა, მისი მოპოვების მიზნით კომისიას უფლება აქვს მიმართოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებსა და უწყებებს, აგრეთვე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს ამ უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.“

    მუხლი 2

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. სუბელიანი