„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 130, 11/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016009
  • Word
104
07/10/2010
სსმ, 130, 11/10/2010
010170000.22.029.016009
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №104

2010 წლის 7 ოქტომბერი

. თბილისი

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის 02 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის 02 ბრძანებაში (სსმ III, 25.01.2010, №7,  მუხ. 65) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის 34 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამტკიცდეს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტაციის შემდეგი ნუსხა:

ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ორგანიზებულად განსახლების ობიექტის შესაბამისი იურიდიული პირის ბალანსზე არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ობიექტების ადმინისტრირებისათვის);

ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (თუ პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას) ან გადამხდელის მოწმობა;

გ) ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება შესაბამისი საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ტარიფების დაწესების შესახებ;

1) ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან იმ ორგანიზებულად განსახლების ობიექტის (ობიექტების) შესახებ, რომელთა მომსახურებას იგი ახორციელებს;

2) ამ ბრძანების მე-3 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე;

ე) ორგანიზებულად განსახლების ობიექტების (ობიექტის) ნუსხა, რომელთა მომსახურებას იგი ახორციელებს (ობიექტების ადმინისტრაციებისათვის, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის);

ვ) ხელშეკრულების ხელმწერაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.“.

    მუხლი 2

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. სუბელიანი