„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 547
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 164, 18/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.004
  • Word
547
14/11/2008
სსმ, 164, 18/11/2008
010.340.000.05.002.004
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №547

2008 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის 89-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 89. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) მერის წარმომადგენელი საკრებულოში;

ბ) საქალაქო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;

გ) საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე;

დ) რაიონის გამგებლის მოადგილე;

ე) მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილე;

ვ) საქალაქო სამსახურის სამმართველოს (აპარატის) უფროსი;

ზ) განყოფილების უფროსი;

თ) მთავარი ბუღალტერი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი