დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 98 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 130, 11/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.029.016002 |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება №98
2010 წლის 7 ოქტომბერი
ქ თბილისი
„ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის № 576 ბრძანების (სსმ III, 17.10.2005, № 119, მუხ. 1326) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის ანკეტის ფორმის 31-ე პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის ანკეტის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს ანკეტის შემვსები პირი, თარჯიმანი და ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირი, ხოლო ბოლო ფურცელს აგრეთვე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი.“.
მუხლი 2
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კ. სუბელიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები