დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008 წლის 1 ივლისის #78 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 130, 11/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010170000.22.029.016003 |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება №99
2010 წლის 7 ოქტომბერი
ქ . თბილისი
„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008 წლის 1 ივლისის №78 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008 წლის 1 ივლისის № 78 ბრძანებაში (სსმ III, 08.07.2008, № 96, მუხ. 1057) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“.
2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანდართული შინაგანაწესი.“
3. შინაგანაწესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესი“.
4. შინაგანაწესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შინაგანაწესი შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად.“.
მუხლი 2
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კ. სუბელიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები