„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2006 წლის 31 მარტის №30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2006 წლის 31 მარტის №30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 130, 11/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.029.016005
  • Word
106
07/10/2010
სსმ, 130, 11/10/2010
040030000.22.029.016005
„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2006 წლის 31 მარტის №30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №106

2010 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2006 წლის 31 მარტის 30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2006 წლის 31 მარტის 30 ბრძანების (სსმ III, 05.04.2006, 46, მუხ. 535) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონება აღირიცხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, კონფლიქტამდე უძრავი ქონებით მოსარგებლე/მობინადრე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ (შემდეგში – პირი), უძრავი ქონების „დეკლარაციის“ სათანადო წესით შევსების საშუალებით (ფორმა 1).“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უძრავი ქონების აღრიცხვის პროცედურას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ხოლო რეგიონებში – სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს საელჩოები და საკონსულოები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უძრავი ქონების 1990/93 წ.-მდე მობინადრეებს/მოსარგებლეებს აცნობენ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 თებერვლის 124 ბრძანებულებას, მისი განხორციელების წესს, საჭირო დოკუმენტებსა და პროცედურებს, ხოლო შევსებულ დეკლარაციებსა და თანდართულ სხვა დოკუმენტებს ახარისხებენ პაკეტებად და პერიოდულად გზავნიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების აღრიცხვა წარმოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, რომელიც მოიძიებს (შესაძლებლობის ფარგლებში) სახელმწიფო სამსახურების ბალანსზე მყოფ შენობა-ნაგებობებს, ახარისხებს პროფილის მიხედვით, თან ურთავს ტექნიკურ მახასიათებლებს (შენობა/ნაგებობის ფუნქციონალური დატვირთვა, მიწის და მასზედ განთავსებული შენობა/ნაგებობების საერთო და სასარგებლო ფართობი, ასევე სხვა ტექნიკური მონაცემები) და კონფლიქტამდე დასახლებულ ობიექტში დასაქმებულთა სიას (სახელი, გვარი და მისამართის მითითებით).“.

5. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პირის მიერ შემოტანილი დეკლარაცია რეგისტრირდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სათანადო სამსახურში დევნილთა უძრავი ქონების აღრიცხვის ჟურნალში (ფორმა 2). ჟურნალში გამოყოფილია ხუთი გრაფა: 1. ნუმერაცია; 2. დეკლარაციის შემომტანის ვინაობა; 3. მისი საცხოვრებელი მისამართი დევნილობამდე; 4. ამჟამინდელი მისამართი და სხვა კოორდინატები; 5. დეკლარაციის შემოტანის თარიღი.“.

6. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. შევსებული დეკლარაციისა და სხვა საჭირო დოკუმენტების სამინისტროში წარმოდგენიდან პირს 10 დღის ვადაში უბრუნდება სპეციალური ბეჭდით დამოწმებული იგივე დეკლარაციის ქსეროასლი, რომელზეც აღბეჭდილია „აღრიცხულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში“.“

7. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პირი, რომელიც სრულყოფილად შეასრულებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან (განცხადებით მიმართვის შემდეგ) მიიღებს მის მიერ დეკლარირებული მიწის და მასზე განთავსებულ „უძრავი ქონების“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბეჭდით დამოწმებულ, „სააღრიცხვო მოწმობას“ (ფორმა 3), რომელიც შედგენილი იქნება ქართულ და აფხაზურ ენებზე, აფხაზეთში მცხოვრებთათვის.“.

8. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საზღვარგარეთ მცხოვრებმა პირმა „სააღრიცხვო მოწმობის“ მისაღებად უნდა მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სათანადო განცხადებით.“.

    მუხლი 2

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. სუბელიანი