დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 473 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 07/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №473
2010 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-1 1, მე-12 მუხლებისა და „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო - საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო -საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო -საგამოცდო კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაინიშნოს ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2010 წლის 4 დეკემბერს.
2. ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდეს ტესტური ფორმით ორ ეტაპად – პროფესიული ნაწილი და ზოგადი უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები).
3. გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებებისა და თანდართული საბუთების მიღების მიზნით საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ უზრუნველყოს საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის სამდივნოს შექმნა.
4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ უზრუნველყოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასატარებლად აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები