„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 21/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.152.016007
  • Word
43
06/10/2010
სსმ, 41, 21/10/2010
010250020.35.152.016007
„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2010 წლის 6 ოქტომბერი

ქ. დუშეთი

„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შეტანილ იქნს ცვლილებები დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს 25 დადგენილებით დამტკიცებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში :

ა) დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.

 ბ) დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

2. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები განისაზღვრება: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის პირველი ივლისის 518 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქმისწარმოების ერთიანი წესებით“.

გ) დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„დ) ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს , საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

დ) ედადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                         ზ. წყარუაშვილი