„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 21/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 18/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.152.016004
  • Word
40
06/10/2010
სსმ, 41, 21/10/2010
190040000.35.152.016004
„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №40

2010 წლი 6 ოქტომბერი

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შეტანილ იქნ ს ცვლილებები დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს 18 დადგენილებით დამტკიცებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებაში:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) მეოთხე პუნქტის გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) მე-7 პუნქტის ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება;“.

ა.გ) მე-8 პუნქტის ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწითსარგებლობის, მიწის იჯარის, მიწაზე ქონების გადასახადების ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა;

ა.დ) მე-11 პუნქტის დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) მუნიციპალური არქივის მართვის, არქივით სარგებლობის წესებისა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა“;

ბ) დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ყ) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ქმნის სატენდერო კომისიას, ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს, ხელს აწერს საკრებულოს და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებს“;

გ) დებულების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში;

დ) დებულების 107-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად გადაეცემა არა უგვიანეს მეორე დღისა“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

საკრებულოს თავმჯდომარე         ზ. წყარუაშვილი