„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 103/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 05/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 129, 08/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 23/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016018
  • Word
103/ნ
05/10/2010
სსმ, 129, 08/10/2010
430210000.22.022.016018
„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №103/ნ

2010 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის 1101 ბრძანებით (სსმ III, 04.12.2009, 149, მუხ. 1764)  დამტკიცებულ „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებაში  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-9 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ცენტრი გამოცდების ეროვნულ ცენტრს არა უგვიანეს ყოველი წლის პირველი მაისისა წარუდგენს მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიას.

ბ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ, შესაბამისი წლის ივლისში. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი ცხადდება ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიის გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენიდან არა უმეტეს ორი კვირის ვადაში..

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი