სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების გაცემის შესახებ

  • Word
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 704/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 23/09/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 75, 12/10/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
704/ო
23/09/2010
სსმ, 75, 12/10/2010
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების გაცემის შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბრძანება  №704/ო 

 2010 წლის 23  სექტემბერი                     

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების გაცემის შესახებ

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-6 და მე-10 მუხლების და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №153 დადგენილების შესაბამისად,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. გაიცეს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია შემდეგ დაწესებულებებზე:

 

№

დასახელება

მისამართი

ლიცენზირებული საქმიანობა

საფუძველი

1

შპს „ეფლდენტი”

ქ. თბილისი,

ფალიაშვილის ქუჩა №118

რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის ლიცენზია.

ზეპირი მოსმენის ოქმი №61, 23.09.2010წ.     

ადგილზე დათვალიერების ოქმი №684 , 20.09.2010წ.    

2

ა(ა)იპ ,,უშვილობასთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდი”

ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №14 ბ

მოზრდილთა უროლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია; მოზრდილთა პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

ზეპირი მოსმენის ოქმი №61, 23.09.2010წ.     

ადგილზე დათვალიერების ოქმი №685,  20.09.2010 წ.    

3

შპს ,,მედულა – ქიმიოთერაპიის და იმუნოთერაპიის კლინიკა”

ქ. თბილისი, ჯიქიას ქუჩა №6

მოზრდილთა ნერვულ სნეულებათა სტაციონარული მკურნალობის სპეციალური ლიცენზია;

მოზრდილთა უროლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

ზეპირი მოსმენის ოქმი №61, 23.09.2010 წ.     

ადგილზე დათვალიერების ოქმი №686,  21.09.2010 წ.    

4

შპს ,, №5 სამშობიარო სახლი”

ქ. თბილისი, თემქის დასახლება, XI მ/რ,    I კვარტალი

გულმკერდის ქირურგიის სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია;

მოზრდილთა ოფთალმოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ონკოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია; პროქტოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია;

მოზრდილთა კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

უროლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია.

ზეპირი მოსმენის ოქმი №61, 23.09.2010წ.     

ადგილზე დათვალიერების ოქმი №687,  21.09.2010 წ.    

5

შპს ,,რეფერალური ჰოსპიტალი”

ქ. თბილისი, ქინძმარაულის I შესახვევი №1

ბავშვთა კარდიორევმატოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბავშვთა ნერვულ სნეულებათა სტაციონარული მკურნალობის

სპეციალური ლიცენზია;

ბავშვთა გინეკოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია; კლინიკური იმუნოლოგიის და ალერგიულ სნეულებათა სტაციონარული მკურნალობის გენერალური ლიცენზია; ქირურგიული სტომატოლოგიის სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია;  კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის ლიცენზია.

ზეპირი მოსმენის ოქმი №61, 23.09.2010 წ.     

ადგილზე დათვალიერების ოქმი №688,  22.09.2010 წ.    

 

2. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

სააგენტოს უფროსი  გ.თვალავაძე