დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 660/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 02/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 75, 12/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბრძანება №660/ო
2010 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
| № | დასახელება | მისამართი | ცვლილების შინაარსი | საფუძველი |
| 1 | შპს ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა | ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზირი №29-31-33
| იურიდიული ფორმისა და სახელწოდების ცვლილება ძველი სახელწოდება: ი/მ დავით ფერაძე სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ლიცენზირებული საქმიანობები: მოზრდილთა ონკოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია; ზოგადი ქირურგიის სტაციონარული დახმარების საქმიანობის ლიცენზია; ქირურგიული სტომატოლოგიის სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია; მოზრდილთა გინეკოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია; მოზრდილთა ინფექციურ სნეულებათა სტაციონარული მკურნალობის სპეციალური ლიცენზია; ნერვულ სნეულებათა სტაციონარული მკურნალობის გენერალური ლიცენზია; ნეიროქირურგიული სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია; მოზრდილთა კრიტიკული მედიცინის სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია; თერაპიული სტაციონარული საქმიანობის ლიცენზია; მოზრდილთა გულმკერდის ქირურგიის სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია; რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის ლიცენზია; ოტორინოლარინგოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია | განცხადება №8289 30.07.2010წ. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან №B10079701 30.06.2010 წ.
|
2. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სააგენტოს უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი თ. პირველაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები